ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უკრაინას ენერგოსისტემის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადასცემს. ბანკი შესაძლო დაფინანსების განხილვას 21 ნოემბერს გეგმავს.
Reuters წერს, რომ საუბარია ას მილიონ ევროზე, რომლითაც რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა აღდგება. შეგახსენბებთ, რომ 15 ნოემბერს, რუსეთი უკრაინას 90-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით და 10 კამიკაძე დრონით დაესხა თავს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, დაზიანებულია 15 ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. როგორც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, ეს იყო ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ.