საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.
კომისიის ინფორმაციით, ჯამში, კომპანიების მიერ ამ პერიოდში 265 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდება. კომპანიების მიხედვით, დაგეგმილი ინვესტიციები შემდეგნაირად ნაწილდება - თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით „თბილისი ენერჯი“ 2023-2027 წლებში 35 მლნ 535 ატასი მილიონის ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
რეგიონებში გაზმომარაგების გაუმჯობესებისთვის „სოკარ ჯორჯია გაზი“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში წლებში 112 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
„საქორგგაზი“ - 113 მილიონის. ჩამონათვალში არიან ასევე სხვა კომპანიებიც. ჯერჯერობით უცნობია რა სახით იქნება ეს ინვესტიციები კომპანიების სამომხმარებლო ტარიფებში ასახული.