ვისკის ბრენდმა The Macallan თავისი ყოფილი მმართველი დირექტორის, ჟანეტ ჰარბინსონის ნამდვილი ისტორია ეპიკურ 8-წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმად აქცია. ვიდეოში ნაჩვენებია მისი სიძლიერე ქმრის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, როცა თავად დაიწყო კომპანიის მართვა.
„არსებითად, ეს სიყვარულის ისტორიაა: ის ასახავს ჟანეტის სიყვარულს ქმრის, ადგილობრივი საზოგადოების, ბუნებისა და ოჯახური ბიზნესის მიმართ. იგი ყოველთვის ზრუნავდა სხვებზე და სურდა, The Macallan-ში საკუთარი პოზიცია გარშემომყოფთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოეყენებინა“, — აღნიშნავს The Macallan-ის გლობალური კრეატიული დირექტორი და ფილმის პროდიუსერი, ჟაუმ ფერასი.
საგულისხმოა, რომ 1920-იანი წლებით შთაგონებული კოსტიუმები ცნობილმა შოტლანდიელმა დიზაინერმა, კრისტოფერ კეინმა შექმნა. ხოლო როკ ჯგუფმა Simple Minds ექსკლუზიური საუნდტრეკი ჩაწერა.