რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს.
აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, Washington Post წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამერიკული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.