მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია -„თავისუფლება მიშას“ მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილს ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.
მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელი აქცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია.