მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვედრები გაიმართა შვედეთის, ფინეთის, თურქეთის და ესტონეთის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო რეგიონალურ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, რუსულ ოკუპაციას, საქართველოს წინაშე არსებულ კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.