საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კარდიფში 13:12 დაამარცხა უელსის ეროვნული გუნდი და ამით დაასრულა ნოემბერის ტესტები. "ბორჯღალოსნებმა" გამარჯვება ბოლო, დრამატულ წუთებში გამოსჭედეს, როცა ლუკა მატკავამ შორეული ჯარიმით გადამწყვეტი 3 ქულა მოგვიტანა.
მანამდე, ჩვენმა გუნდმა თედო აბჟანდაძის ჯარიმის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, მერე ორი ლელო გავუშვით, რასაც მეორე ტაიმში ასევე ლელოთი უპასუხა ალექსანდრე თოდუამ, აბჟანდაძემ კი გარდასახა... განაგრძე კითხვა