უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ გავრილოვი აცხადებს, რომ რუსეთთან ომი გაზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება. მისი თქმით, უკრაინულ ძალებს ყირიმში დაბრუნება დეკემბრის ბოლომდე შეუძლიათ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობა დაბალია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის საფრთხე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, ყველა ოკუპირებული ტერიტორია გაათავისუფლონ.