გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. როგორც უკრიანის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ომის პირველი დღიდან გაერთიანებული სამეფო და მისი ხელისუფლება უკრაინის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერები არიან.
ზელენსკის თქმით, ლიდერებმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 25 ოქტომბერს გახდა. პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ეს კიევში მისი პირველი ვიზიტია.