უკრაინული მედია ზაპოროჟიის საქალაქო საბჭოს მდივან, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რასაც სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ უბანში 120-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 83 830 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 420 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2 885 ტანკს, 5 815 ჯავშანტექნიკას, 278 საბრძოლო თვითმფრინავს და 261 ვერტმფრენს და 16 გემს.