კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა. მატარებელი დედაქალაქიდან 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:14 საათზე გავიდა. ვაგონებში 200 მგზავრი იმყოფებოდა.
ხერსონში მატარებელი უკრაინელი მხატვრების მიერ, პროექტის „მატარებლები გამარჯვებისკენ“ ფარგლებში, მოხატული ვაგონებით ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, ვაგონებს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.