საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას აგრძელებს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეში დადეს.