ოპოზიციური სპექტრი პრემიერ-მინისტრს ისევ ანტიდასავლური გზავნილების გახმოვანებაში სდებს ბრალს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით პრემიერის გუშინდელი ინტერპელაცია იყო ლუსტრაცია, რომ ოცნების საგარეო კურსი ახლა მოსკოვზე გადის. ფიქრობენ რომ "ქართული ოცნების" ანტიდასავლური გზავნილების ფონზე ქვეყანა კანდიდატის სტატუსს დიდი ალბათობით ვერც შემდეგ წელს მიიღებს.
საქართველოს პარლამენტში გუშინ გამართულ მოსმენაზე მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს მეორე ფრონტის გახსნაში დასდო ბრალი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, თუმცა არა ისე როგორც ქვეყნის გამთლიანების სურვილი.