უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, რომელიც მომავალ წელს უკრაინისთვის მილიარდობით ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მას არ სურს უკრაინის ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს.
ცნობისათვის, ევროკავშირის დახმარების გეგმა მომავალ წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ობიექტების მუშაობას, ასევე ხელფასებისა და საპენსიო სქემების დაფინანსებას.