„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, რუსეთს მობილიზაციის მორიგი ტალღა ელოდება, რაც საბოლოოდ გააუარესებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნილი რუსული ჯარების მომზადების ხარისხს.
ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, „ფარული სამობილიზაციო აქტივობების გაგრძელება და მობილიზაციის შემდეგი ტალღისთვის პოტენციური მზადება მიმდინარე შემოდგომის გაწვევასთან ერთად, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დატვირთვას მოახდენს შეიარაღებული ძალების ფორმირების ისედაც გადატვირთულ რუსულ აპარატზე და საზიანო იქნება მობილიზებული და გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების განვითარებისთვის“.
ორგანიზაციის შეფასებით, პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების განკარგულება, სავარაუდოდ, 1-ელი ნოემბრის გაწვევისთვის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გასათავისუფლებად გასცა.