ინგლისელი სარა ჰოლი, ორი შვილის დედა, დარწმუნებულია, რომ ზღაპარმა „მძინარე მზეთუნახავმა“ შეიძლება, ბავშვების ფსიქიკა და თავისი მყარი არგუმენტებიც აქვს...
ორი შვილის დედა მოითხოვს, რომ სკოლამ, რომელშიც მისი 6 წლის შვილი ბენი სწავლობს, ზღაპარი დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოდან ამოიღოს.
ზღაპრის გარდა, ქალის აღშფოთებას მისი ილუსტრაციებიც იწვევს. მაგალითად, ერთ-ერთ სურათზე გამოსახულია კოცნის შემდეგ გაღვიძებული პრინცესა.
ტექსტიდან ირკვევა, რომ პრინცმა პრინცესას კოცნის გადაწყვეტილება ზღაპრის მთავარი გმირის კიპერის რჩევის შემდეგ მიიღო.
სარას აზრით, ზღაპარი პატარა ბიჭებს ასწავლის, რომ გოგონას მიმართ სექსუალური სახის მოქმედებების განხორციელება მისი თანხმობის გარეშეც შეიძლება.
„ეს ისტორია იმაზე მეტყველებს, როგორ დამკვიდრდა ასეთი ქცევა თანამედროვე საზოგადოებაში. ბავშვები ამას პატარაობიდან ეჩვევიან და ზრდასრულობის ასაკში ასეთი ქცევა ნორმალური ჰგონიათ. შესაძლოა, ეს დეტალებია, მაგრამ მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - დარწმუნებულია სარა.
აღსანიშნავია, რომ სარა ზღაპრის მხოლოდ დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოდან ამოღებას მოითხოვს. მისი აზრით, „მძინარე მზეთუნახავი“ შედარებით უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც პრინცის საქციელის შეფასებაც შეუძლია და იმის გაგებაც, რას გრძნობდა იმ დროს პრინცესა...