მსოფლიოში სიდიდით მეორე კოსმეტიკურმა კომპანია Estée Lauder-მა დიზაინერის, ტომ ფორდის ბრენდი Tom Ford 2.8 მილიონ დოლარად შეიძინა.
ჟურნალ Forbes-ს მიხედვით 61 წლის დიზაინერი ამ გარიგებით მილიარდერთა სიას შეუერთდა. ამასთან ერთად, Tom Ford პირველი მოდის სახლია Estée Lauder-ის მფლობელობაში. ამ დრომდე, ამერიკული კომპანია მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს ფლობდა.
ტომ ფორდმა კარიერული წინსვლა 1990 წელს მილანში გადასვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან Gucci-ში ქალის ტანსაცმლის დიზაინერად დაიწყო მუშაობა. 1994 წელს ფორდი იტალიური მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა.
მოდის სახლთან 10-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Gucci-ს გაყიდვები 230 მილიონი დოლარიდან 3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2005 წელს ტომ ფორდმა საკუთარი ბრენდი დაარსა.