თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია. მისი თქმით, ზელენსკი თავად განსაზღვრავს, მზად არის თუ არა მოლაპარაკებებისთვის და როდის და როგორი გაიმართება ეს მოლაპარაკებები.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებისგან მიიღო გარკვეული სიგნალები რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი საკითხები საჯაროდ უნდა განიხილებოდეს.