უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თავმჯდომარე სერგეი კრუკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკრაინის დაახლოებით 30% დანაღმულია. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე დანაღმვის ფართობი და მოცულობა ომამდელ პერიოდთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა.
კრუკმა ასევე აღნიშნა, რომ ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში აქტიურად გრძელდება დეოკუპირებული ტერიტორიების ფეთქებადი ნივთებისგან გაწმენდა და ამ დროისთვის განაღმვას 8 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია ექვემდებარება.