ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება. მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელები მოწინააღმდეგეს ფრონტის არცერთ ნაწილში არ ნებდებიან და პოზიციების შენარჩუნებას განაგრძობენ.