ბაკურიანის ტყეში, მავნებლით დაზიანებული ფართობიდან ხმელი და დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრების და გამოტანის სამუშაოები მიმდინარეობს. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ტყეებში 3 000-მდე მწერების დამჭერი მოწყობილობა განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რაოდენობა კონტროლდება. ღონისძიებები ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებისთვის ხორციელდება