2 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ისევ გაიხსნა. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, კონფერენციები, განხილვები და თემატური დისკუსიები. გამოფენას „ექსპოჯორჯია“ მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა. გამოფენის მიზანია მეწარმეებისა და ფერმერებისთვის სიახლეების გაცნობა. ღონისძიებას საქართველოს ყველა რეგიონიდან, 800-მდე ფერმერი ესწრება.