პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს, დეპოლარიზაციასა და ომბუდსმენის საკითხზე გაამახვილა ყურადღება პარტია ,,გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. ის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას მოუწოდებს, სახალხო დამცველად მისი კანდიდატურა აირჩიონ. როგორც ხვიჩია ამბობს, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს არ უსმენს და ის ერთადერთია ვისზეც პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
სახალხო დამცველობის კანდიდატის შესარჩევად საპარლამენტო ჯგუფებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები სავარაუდოდ მომავალ კვირაში დაიწყება.