მკვლელობა კახეთში - მოკლულია 25 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა გვიან ღამით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა ახალგაზრდა კაცი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები აქვს 37 წლის კაცსაც.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.