შვედმა პროკურორმა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენებზე მომხდარ დაზიანებებთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ინციდენტი დივერსიის შედეგი იყო . მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი ნაპოვნია. პროკურორის განმარტებით, წინასწარი გამოძიება ძალიან რთული და ყოვლისმომცველია, ამიტომ მუშაობა გრძელდება. შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენები, რომლებიც რუსეთსა და გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, მნიშვნელოვნად დაზიანდა, რამაც ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა გამოიწვია.