ევროკავშირმა, მთლიანობაში, 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, - ინფორმაციას Politico ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქტივების დიდი ნაწილი ბელგიასა და ლუქსემბურგში დააყადაღეს და ამ ორ ქვეყანაზე, გერმანიასთან, ირლანდიასთან, იტალიასთან, ავსტრიასა და საფრანგეთთან ერთად, გაყინული აქტივების 90%-ზე მეტი მოდის. Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსეთის ეროვნული რეზერვები, შესაძლოა, დაახლოებით 39 მილიარდ ევროს აღწევდეს, თუმცა ეს მაჩვენებელი სავარაუდოა და ჯერ კიდევ შეფასების ეტაპზეა.