"რუსთავის აზოტში", ხარაჩო ჩამოინგრა, შედეგად 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.