საქართველოს პროკურატურამ თბილისში 36 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებული გაიცნო და იმავე დღეს, ურთიერთშელაპარაკებისას, მას დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მათივე ცნობით, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.