თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ინიციატივა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ეკუთვნის, რასაც მხარს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ. საკრებულოს დეპუტატების თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საერთო ოპოზიციურ ალტერნატიულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რათა დედაქალაქის ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებზე იყოს მორგებული. თავის მხრივ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მოთხოვნებზეა ორიენტირებული.