"ევროპის სახალხო პარტია" ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ. ამის შესახებ ევროპის სახალხსო პარტიის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა “საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური დევნა". რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “აშკარა უგულებელყოფა” ჩანს.