საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს და ამ თემაზე უახლოეს მომავალში საკანონმდებლო წინადადების მომზადებასაც გეგმავენ. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ „უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“.