საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გარდა დღეს განათლების მინისტრსაც მოუსმინეს. მიხეილ ჩხენკელი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ ინტერპელაციის წესით დაიბარა. ხელისუფლების ოპონენტები ჩხენკელისგან დაინტერესდნენ ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლებისა და მოსწავლეების რიცხვის ზრდით. ასევე, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხითაც. მინისტრის განცხადებით, უსახსრობის გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტების რიცხვის ზრდა ბოლო წლებში არ შეინიშნება.