საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიაბშვილის მოსმენა დასრულდა. მთავრობის მეთაურმა დღეს პოლიტიკური ოპონენტების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდებოდა. შემაჯამებელ სიტყვაში ღარიბაშვილმა ოპოზიციას მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში დასდო ბრალი და პირობა დადო რომ ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარება იქნება. ხელისუფლების ოპონენტებმა კი პრემიერს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში დასდეს ბრალი და შესაძლო წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მას დააკისრეს. დღევანდელ მოსმენას პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირებების გარეშე არ ჩაუვლია.