ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მუხრანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, მათ 9 და 10 წლით პატიმრობა შეეფარდათ. საუბარია თებერვალში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ერთი ადამიანი მოკლეს.