ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მუხრანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო - Palitra News

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მუხრანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

2022-11-18 16:08:16+04:00

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მუხრანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, მათ 9 და 10 წლით პატიმრობა შეეფარდათ. საუბარია თებერვალში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ერთი ადამიანი მოკლეს.