რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეერთებულ შტატებთან უკრაინის შესახებ სასაუბრო არაფერი აქვს. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის შეხედულებები სრულიად საპირისპიროა.
„როდესაც ჩვენ ვეხებით უკრაინის თემას, ეს ყველაფერი ორმხრივი სიგნალების გაგზავნით მთავრდება, მაგრამ არ შეიძლება იყოს დიალოგი ან მითუმეტეს, მოლაპარაკებები, რადგან ჩვენი შეხედულებები პოლარულად საპირისპიროა“, - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.