ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, 17 ნოემბრის ღამეს რუსებმა ქალაქ ვოლნიანსკის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განხორციელეს. ამასთან მსხხვერპლი მოჰყვა რუსების მიერ ხერსონის ოლქში დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დაბომბვას.
თავდასხმის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.თავდასხმის შედეგად, ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრები დაზიანდა.