ურთიერთბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში - პრემიერ ღარიბაშვილის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. გიორგი ვაშაძემ სხდომათა დარბაში პრემიერისგან განმარტებები მოითხოვა რატომ არ ემიჯნება ის ანტიდასავლურ რიტორიკას და რატომ აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ტრიბუნასთან დაწყებული კამათი დეპუტატებს შორის უკვე დარბაზში გაგრძელდა.