ფინეთის მთავრობა რუსეთთან საზღვრის გასწვრივ ღობის ასაგებად 143 მლნ დოლარს დახარჯავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის სასაზღვრო სამსახური 260 კმ-მდე ღობის აშენებას აპირებს, რაც საზღვრის მთლიანი სიგრძის დაახლოებით 20%-ს მოიცავს. საზღვრის შემოღობვა ფინეთმა ივნისში დააანონსა, „რომ ისეთი ჰიბრიდული საფრთხეებისთვის მოემზადოს, როგორიც არის თავშესაფრის მაძიებელთა პოტენციური მასიური შედინება“.
Reuters-ი წერს, რომ ფინეთს რუსეთთან ომის ისტორიული გამოცდილება აქვს, თუმცა ქვეყნის ტყის ზონებში 130 კმ სიგრძის საზღვარი მხოლოდ სასაზღვრო პუნქტებითა და პლასტიკური ნიშნებით არის მონიშნული.