ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას, სტუდენტების საერთო საცხობრებლების პრობლემაზე ისაუბრა. ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტები გარკვეულწილად მუშაობენ, რომ საერთო საცხოვრებლების გაუმჯობესება და ახლების აშენება მოხდეს.
მინისტრის თქმით, უნივერსიტეტებს მათ ბალანსზე არსებული გამოუყენებელი ქონების გაყიდვა და ამ ფინანსური რესურსის პრიორიტეტების მიხედვით გამოყენება შეუძლიათ, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.
ფინანსთა სტუდენტების დაფინანსების შესახებაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას ახორციელებს, სხვა მიმართულებით კი დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.