დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ დათუნაშვილი იკითხება. მან კომისიაში ბრალდებულების ფუნქციაზე ისაუბრა. მოწმემ თქვა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროფესიონალიზმს ენდობოდა.