ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის დასკვნაზე მუშაობა დაასრულა. დასკვნის მიხედვით, ექს პრეზიდენტი "სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას." ცენტრ "ემპათიას" დასკვნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექიმებიც მუშაობდნენ. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო ამ ეტაპზე არ არის.