უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან ოკუპანტების შეტევა მოიგერიეს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი.
სარაკეტო დარტყმების შედეგად სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთს შავი ზღვაში შვიდი საბრძოლო ხომალდი ჰყავს დისლოცირებული. მათ შორის არის ერთი წყალქვეშა ნავი, რომელსაც „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გადააქვს.