ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ოთხშაბათს ორი ბიჭი მოკლეს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მოკლული ბავშვების ოჯახებთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან.
მათი განცხადებით, უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა 9 წლისa და 14 წლის ბიჭებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამავე დღეს საპროტესტო აქციებს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ირანში საპროტესტო გამოსვლები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.