პარლამენტის შენობასთან "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" აქცია-ფერფორმანსი გამართა. მათ ტერიტორიაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბანერები მიიტანეს, სადაც მისი შესაძლო კორუფციული საქმეები იყო ასახული. "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრების განცხადებით, ღარიბაშვილი არის სახელმწიფოს ძარცვის და სისტემური კორუფციის მთავარი სიმბოლო.