გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
მიქაუტაძის ხელშეკრულების გახანგრძლივებას მეცი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის აქამდე განვლილი კარიერა მიმოიხილა.
"ლიგა 2-ის 2022/2023 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძის თავგადასავალი "მეცში" გრძელდება. 22 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ლიონში დაბადებული თავდამსხმელი "მეცს" 2017 წელს შეუერთდა და მისი დებიუტი ლიგა 1-ში "ნიცას" წინააღმდეგ 2019 წლის 7 დეკემბერს შედგა. ამ მატჩიდან 3 დღეში კი ხელი პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა.
"სერენში" წარმატებული იჯარის შემდეგ, 2021 წლის მარტიდან ქართველმა ფეხბურთელმა "მეცის" მაისური 15-ჯერ მოირგო, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 5საგოლე პასით გამოიჩინა. გილოცავთ გიორგი! " - წერს "მეცის" ოფიციალური გვერდი.