ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ბრიტანეთის ახლო აღმოსვლეთის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ამჯად ტაჰა ტვიტერის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა, რომელიც 20 ნოემბერს მასპინძელ კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება, ჩაწყობილია.
გავლენიანი ჟურნალისტის ცნობით, აღნიშნულ ამბავს ეკვადორსა და კატარში რამდენიმე წყარო ასევე ადასტურებს.
“კატარმა რვა ეკვადორელი ფეხბურთელი 7.4 მილიონ დოლარად მოისყიდა, რათა ისინი დამარცხდნენ ანგარიშით 0:1 და გოლი მეორე ტაიმში უნდა გავიდეს. კატარიდან და ეკვადორიდან ხუთმა ჟურნალისტმა ეს ამბავი დაადასტურა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სიცრუეა და იმედია ამ ინფორმაციის გავრცელება შედეგზე იმოქმედებს. მსოფლიო ფიფაში კორუფციას უნდა შეეწინააღმდეგოს", - წერს ტაჰა თავის "ტვიტერზე".