აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს. პელოსიმ გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შუალედური არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.
82 წლის პელოსი სპიკერის პოსტზე იანვრამდე დარჩება, სანამ ახალი კონგრესი დაიწყებს მუშაობას, შემდეგ კი კონგრესის ქვედა პალატაში კალიფორნიის ოლქის წარმომადგენლად დარჩება. ნენსი პელოსი უმცირესობის ლიდერი 2003 წელს გახდა.
2006 წელს „დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი მოიპოვეს და ის პირველი ქალი გახდა, რომელიც კონგრესის ორივე პალატაში მთავარ პარტიას ხელმძღვანელობდა.