უკრაინელმა სამხედროებმა ნოვა-კახოვკას მახლობლად რუსების სარადარო სადგური გაანადგურა, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში ვითარება სტაბილურად დაძაბულია და მტერი აგრძელებს თავდაცვითი სტრუქტურებისა და ხაზების აღჭურვას.
ამასთან, მათივე ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას და ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქონების გატანას.უკრაინელი სამხედრობი აცხადებენ, რომ მტრის ჯარების დანაკარგების შეჯამება დარტყმის წერტილების დაშორების გამო რთულია და ზარალის დადგენა დამატებით დაზვერვას საჭიროებს.