ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები რეზოლუციის პროექტის ტექსტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფო აღიარებას ითვალისწინებს.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საკუთარ ტვიტერ გევრდზე წერს, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ტექსტზე შეთანხმება მოხდა. ევროპარლამენტის მომდევნო სხდომა სტრასბურგში 21-24 ნოემბერს გაიმართება.